მთავარიამერიკააშშელ-სალვადორში ტროპიკულმა შტორმმა ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ელ-სალვადორში ტროპიკულმა შტორმმა ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

მთავრობამ გასცა ბრძანება, რომ  თითოეული მოქალაქე მზად უნდა იყოს ევაკუაციისთვის

ტროპიკულმა შტორმმა ,,პილარმა’’ ცენტრალურ ამერიკას გადაუარა. ძლიერი წვიმების შედეგად ელ-სალვადორში 2 ადამიანი გარდაიცვალა.

სამშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების ქარიშხლების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ „პილარი“ ელ-სალვადორის სამხრეთით, 260 კილომეტრის დაშორებით მძვინვარებდა და 85კმ/სთ-ით მოძრაობდა.

მიუხედავად იმისა, რომ სინოპტიკოსები არ ელოდნენ ვითარების გაუარესებას, ,,პილარი“ მოულოდნელად დაატყდა თავს დასახლებულ უბნებს.

სამშაბათს ელ-სალვადორში ძლიერი წვიმა იყო, მაგრამ ევაკუაციის ბრძანება არ გაცემულა.

,,ნალექის ინტენსივობა იკლებს, ეს ნიშნავს, რომ ისეთი ძლიერი წვიმები აღარ იქნება, თუმცა მსუბუქი წვიმა ისევ გრძელდება, ის დაგროვილ ნალექს ემატება, რაც მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს“, – ამბობს ფერნანდო ლოპესი, ელ-სალვადორის გარემოს დაცვის მინისტრი

ელ-სალვადორის სამოქალაქო თავდაცვის ოფისის დირექტორის თანაშემწის ფერმინ პერესის თქმით,  კვირას 24 წლის მამაკაცი და 57 წლის ქალი ადიდებულმა ტალღამ ლა-იუნიონის პროვინციის სანაპიროებიდან გაიტაცა. მათი ცხედრები უკვე ნაპოვნია.

ელ-სალვადორის მთავრობამ გასცა ბრძანება, რომ  თითოეული მოქალაქე მზად უნდა იყოს ევაკუაციისთვის. მთელი ქვეყნის მასშტაბით შეჩერებულია სწავლაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend