მთავარიამერიკააშშლოიდ ოსტინი: უკრაინის დახმარება უნდა გავაგრძელოთ

ლოიდ ოსტინი: უკრაინის დახმარება უნდა გავაგრძელოთ

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი და სახელმწიფო პრესმდივანი ენტონი ბლინკენი კონგრესს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გაუგზავნონ სამხედრო დახმარება როგორც უკრაინას, ასევე ისრაელს
ლოიდ ოსტინის განცხადებით, თუ ამერიკა უკრაინის მხარდაჭერას არ გააგრძელებს, მაშინ პუტინი გაიმარჯვებს. მათ კონგრესს სამშაბათს მას შემდეგ მიმართეს, რაც უკრაინისა და ისრაელის გადაუდებელი დახმარებისთვის ადმინისტრაციამ 105 მილიარდი დოლარი მოითხოვა. ამ მოცულობის თანხის გაცემასთან დაკავშირებით კი აზრი ორადაა გაყოფილი.

“პუტინს მიაჩნია, რომ უკრაინასთან მიმართებაში მას შეუძლია უბრალოდ დაგველოდოს. ეს მისი სტრატეგიის მთავარი ნაწილია. მას მიაჩნია, რომ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერით დაიღლება და პუტინი თავის გეგმას შეასრულებს. თუ ასე მოხდება და უკრაინას მხარს არ დავუჭერთ, მაშინ პუტინი გაიმარჯვებს. პუტინი კი გაჩერებას არ აპირებს. ჩვენ ეს დანამდვილებით ვიცით. ამიტომ მნიშვნელოვანია, უკრაინის და ასევე ისრაელის მხარდასაჭერად და დასახმარებლად გავაკეთოთ ყველაფერი რაც საჭიროა. ისინი თავიანთ სუვერენულ ტერიტორიას იცავენ“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend