მთავარიაზიაღაზაღაზის ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის საჰაერო თავდასხმას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის საჰაერო თავდასხმას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

გაერო იმედოვნებს, რომ რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნა ღაზაში დამატებითი დახმარების გაგზავნას შეუწყობს ხელს

ისრაელმა დაადასტურა, რომ საჰაერო იერიში მიიტანა ღაზაში ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, 150 კი დაიჭრა, თუმცა ახლომდებარე საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა 120-ს აღწევს.

პალესტინელი ბავშვები ალ-შიფას ჰოსპიტალში. ღაზა 26 ოქტ. 2023 – Abed Khaled/Copyright 2023 The AP

 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ეძებენ გადარჩენილები გარდაცვლილებს ნანგრევებში. ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად განადგურდა საცხოვრებელი სახლები.

პალესტილები ღაზაში ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ- Copyright Mohammed Dahman/The AP

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელმა გაანადგურა  მიწისქვეშა გვირაბის ქსელი და „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრი, რომელიც მოქალაქეების სახლებში იყო განთავსებული.

ასევე დადასტურდა ინფორმაცია, რომ ისრაელის ძალებმა მოკლეს „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური.

ისრაელის ჯავშანტექნიკა წინ მიიწევს  ღაზის მიმართულებით

ისრაელის სამხედროები ამბობენ, რომ „ჰამასს“ აქვს გვირაბების სხვა ქსელი და რომ სწორედ აქ აქვთ მოწყობილი სამეთაურო და საკონტროლო ცენტრი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს პალესტინელები მიცვალებულების დაკრძალვის შემდეგ გახსნიან რაფაჰის სასაზღვრო გასასვლელს და შეძლებენ დაშავებული პალესტინელების ეგვიპტეში მკურნალობას.

გაერო იმედოვნებს, რომ რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნა ღაზაში დამატებითი დახმარების გაგზავნას შეუწყობს ხელს.

 

ეგვიპტე-ღაზის სასაზღვრო გასასვლელი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დაიკეტა, ის მხოლოდ რამდენიმე დღით იყო გახსნილი, რათა ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები შეეშვათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend