მთავარისაქართველომესამე პრეზიდენტის საქმე

მესამე პრეზიდენტის საქმე

ე.წ. პიჯაკების საქმეზე დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი იყო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ესწრებოდა, თუმცა მოსამართლემ მას სიტყვა არ დაასრულებინა და სიგნალი გათიშეს. მოსამართლის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი გასცდა განსახილველი საქმის ფარგლებს და არ დაექვემდებარა მოსამართლის მოწოდებებს. მესამე პრეზიდენტის სიტყვის შეწყვეტას სასამართლო დარბაზში პროტესტი მოჰყვა, რის გამოც სხდომა ყველა დამსწრეს დაატოვებინეს. სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია ეჭვობს, რომ მოსამართლეს ასეთი დავალება ჰქონდა მიღებული… დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებების განხილვა იყო დაგეგმილი. მომდევნო პროცესზე მიხეილ სააკაშვილს კვლავ სურს დისტანციურად ჩართვა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატებს უთხრა, რომ თუ მისი სიტყვა საქმის ფარგლებს გასცდება, მას საუბრის საშუალებას არ მისცემს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend