“ჰამასის” ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ ანალიტიკოსები აქტიურად საუბრობენ ისრაელის სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის ხარვეზებზე. ანალიტიკურმა ორგანიზაციამ “ჯეოქეისი” გამოაქვეყნა ანალიტიკოსების მოსაზრება, რომელშიც ასახულია, თუ რა პრობლემებსა და გარემოებებს შეეძლო გამოეწვია ის უმძიმესი ამბავი, რაც 7 ოქტომბერს მოხდა.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საუბრობს “ჯეოქეისის” მკვლევარი ნიკოლოზ ხატიაშვილი.