ჩინეთში ქირურგმა შანხაიდან ჰაინანის პროვინციაში ოპერაცია დისტანციურად ჩაატარა. რობოტებისა და 5G ტექნოლოგიის დახმარებით ექიმს შანხაი არ დაუტოვებია, ისე გაუკეთა ქირურგიული ოპერაცია ბავშვს ჰაინანის პროვინციაში. პროვინცია შანხაიდან 22 საათის გზაზეა.
რობოტმა, რომელიც ჰაინანში ზუსტად იმავე მოქმედებებს იმეორებდა, რასაც ქირურგი აკეთებდა შანხაიში, გოგონას სხეულიდან დაავადებული ორგანო ამოიღო. ოპერაცია 40 წუთს გრძელდებოდა. ექიმმა განაცხადა, რომ რობოტმა უფრო მაღალი სიზუსტით ჩაატარა ოპერაცია, ვიდრე ამას ადამიანი მოახერხებდა.
5G კავშირი კი ექიმებს იმაში დაეხმარათ, რომ ძალიან მცირე აცდენა ყოფილიყო დროის თვალსაზრისით შანხაისა და ჰაინანს შორის. ჩინეთში რობოტები უკვე დაეხმარნენ ქირურგებს თირკმელების, ნაღვლის ბუშტისა და მენჯის ოპერაციებში, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტ ადამიანს აქვს შესაძლებლობა იმკურნალოს ქვეყნის საუკეთესო ექიმებთან.