აგრარული ოლიმპიადა

აგროოლიმპიადა საქართველოში უკვე მესამე წელია ტარდება და აგრარული მიმართულებით ცოდნის გამოვლენისა და შეფასების არაფორმალურ პლატფორმას წარმოადგენს

2023 წლის ეროვნულ აგრარულ ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მსურველთა რეგისტრაცია 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

აგროოლიმპიადა საქართველოში უკვე მესამე წელია ტარდება და აგრარული მიმართულებით ცოდნის გამოვლენისა და შეფასების არაფორმალურ პლატფორმას წარმოადგენს.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას, აგრარული დარგის და პროფესიების პოპულარიზაციას, აგრარული განათლების ხელშეწყობას, ახალგაზრდების დაინტერესებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.

ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში FAO-ს ახალგაზრდული მიმართულების პროგრამების კოორდინატორმა, თინათინ კბილაშვილმა ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend