მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარითბილისში იშვიათი და არადიაგნოზირებული დაავადებების მე-12 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

თბილისში იშვიათი და არადიაგნოზირებული დაავადებების მე-12 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

საერთაშორისო კონფერენცია გენეტიკის დარგში მოღვაწე 100-ზე მეტი უცხოელი ექსპერტი და ქართული სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი დაესწრო.

კონფერენციის მიზანი იყო საზოგადოებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იშვიათი და არადიაგნოზირებული დაავადებების ტრადიციული გამოწვევებისა და თანამედროვე მიღწევების შესახებ.

კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის მიერ იყო ორგანიზებული. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, თინათინ ტყემალაძემ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend