მთავარიაზიაღაზასაწვავის და ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო ღაზის სექტორში 12 საავადმყოფო დაიხურა

საწვავის და ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო ღაზის სექტორში 12 საავადმყოფო დაიხურა

ისრაელი კი ღაზაზე საჰაერო თავდასხმებს აძლიერებს, რასაც „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით ბოლო ერთი დღის განმავლობაში 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ ღაზაში საერთაშორისო სამართლის ნორმები ირღვევა და არსებობს პალესტინელი ხალხის დასჯის ფაქტები. მან მხარეებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, 24 ოქტომბერი 2023 – Seth Wenig/AP

 

ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით საერთაშორისო დახმარება შაბათიდან შედის, თუმცა არა საკმარისი რაოდენობით.

მიწოდებული საკვების ნაწილის გამოყენება შეუძლებელია, რადგან მომზადებისთვის საჭირო წყალი ან ელექტროენერგია არ მოიპოვება. გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, ისინი იძულებული არიან ღამით ჰუმანიტარული დახმარების გაცემა შეწყვიტონ, რადგან გადაადგილებისთვის საჭირო საწვავი არ გააჩნიათ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით ღაზაში ჯანდაცვის ობიექტების ორმა მესამედმა, მათ შორის 35 საავადმყოფოდან 12-მა, საწვავის ნაკლებობის გამო მუშაობა შეწყვიტა. ალ-შიფას საავადმყოფოს თანამშრომლები უკიდურესად მძიმე პირობებში მუშაობენ.

„წყლის წნევა იმდენად დაბალია, რომ ცენტრალური სტერილიზაციის აპარატებს ვერ ვამუშავებთ. ამ მოწყობილობებს კი ქირურგიული აღჭურვილობის სტერილიზაციისთვის ვიყენებთ. ელექტროენერგია მუდმივად ითიშება. ჩვენ მთლიანად ვართ დამოკიდებული საწვავზე, რომელიც აღარ შემოდის“, – ამბობს ალ-შიფას საავადმყოფოს ქირურგი, გასან აბუ სიტა.

პალესტინელები ღაზას სამხრეთით, ისრაელის დაბომბვის შემდეგ, საავადმყოფოს მისაღებთან. 24 ოქტომბერი – 2023 Copyright AP

 

 

შეერთებული შტატები მხარეებს დროებითი ჰუმანიტარული ზავისკენ მოუწოდებს, რომ ადგილზე საკვები, წყალი და მედიკამენტები შევიდეს. შეერთებული შტატები მხოლოდ ამ შეთანხმებას უჭერს მხარს და არ იზიარებს გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთისა და ჩინეთის მიერ შეთავაზებულ „ცეცხლის შეწყვეტის“ გეგმას.

„გვსურს მიღებული იქნას მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ყველა ზომა. ხოლო დახმარების შეტანის დროს პაუზები არის ხერხი, რომელიც ამას შესაძლებელს გახდის. ეს არ ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტას. ვიმეორებ, ჩვენ გვჯერა, რომ ახლა  საყოველთაო ცეცხლის შეწყვეტა, სარგებელს მხოლოდ „ჰამასს“ მოუტანს”, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ.

ისრაელი კი ღაზაზე საჰაერო თავდასხმებს აძლიერებს, რასაც „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით ბოლო ერთი დღის განმავლობაში 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend