მთავარიაზიაისრაელისაფრანგეთის პრეზიდენტი საერთაშორისო კოალიციას მოუწოდებს, დაუპირისპირდეს „ჰამასს“

საფრანგეთის პრეზიდენტი საერთაშორისო კოალიციას მოუწოდებს, დაუპირისპირდეს „ჰამასს“

ისრაელში ვიზიტისას მაკრონმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესებზე მუშაობის განახლება აუცილებელია

ისრაელში ვიზიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ინიციატივით გამოვიდა, რომ საერთაშორისო კოალიცია, რომელიც ერაყსა და სირიაში „აისისის“ ებრძვის,, ახლა „ჰამასსაც“ დაუპირისპირდეს.

დაჯგუფება „ჰამასს“ევროკავშირი და შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

ისრაელში ვიზიტისას მაკრონმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესებზე მუშაობის განახლება აუცილებელია.

ემანუელ მაკრონი ქალაქ რამალაში პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასსაც შეხვდა. აბასმა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის “ბარბაროსული” მკვლელობების ფაქტი დაგმო და ისაუბრა იმ ქვეყნებზე, რომლებიც ამ აგრესიას ახალისებენ.

საფრანგეთის პრეზიდენტი თელ-ავივში – AP Photo/Christophe Ena, Pool

 

„იმაზე, რაც დღეს ხდება, ისრაელია პასუხისმგებელი. პასუხისმგებელია ასევე ყველა ის ქვეყანაა, რომლებიც ახალისებენ ოკუპანტს, ყოვეელგვარი სანქციებისა და პასუხის გარეშე გააგრძელოს ეს არნახული აგრესია პალესტინელების მიმართ”, – განაცხადა პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა.

მაკრონი ბოლო დასავლელი ლიდერია, რომელმაც მხარი დაუჭირა ისრაელს და შესაბამისი რეაქცია ჰქონოდა „ჰამასის“ თავდასხმაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა საუდის არაბეთის პრინცს, მუჰამედ იბნ სალმანს. მათ განიხილეს დიპლომატიური და სამხედრო გზები, რომელთა მეშვეობითაც ისინი შეეცდებიან ხელი შეუშალონ კონფლიქტის გამწვავებას.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა  ირანი გააფრთხილა, თავი აარიდოს ისრაელზე თავდასხმებს. ბლინკენის განცხადებით, რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია კიდევ უფრო გაამწვავებს კონფლიქტს, რომელსაც შესაძლოა ამერიკულ ჯარებზე თავდასხმებიც მოჰყვეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend