მთავარიევროპაიტალია„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სათამაშოების ქვეყნის მთავრობაში" - აქცია-პერფორმანსი იტალიაში

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სათამაშოების ქვეყნის მთავრობაში” – აქცია-პერფორმანსი იტალიაში

აქტივისტები მთავრობას ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს კლიმატის ცვლილების შესამცირებლად

იტალიაში აქტივისტები მთავრობას ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს კლიმატის ცვლილების შესამცირებლად.

აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ იტალიის ხელისუფლება იტყუება, როდესაც კლიმატის ცვლილების შესამცირებლად გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს და რეალურად ამისთვის არაფერს აკეთებს.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სათამაშოების ქვეყნის მთავრობაში“ – წარწერა მწვანე ბანერზე, რომელიც რომში კლიმატის აქტივისტებმა ქვეყნის ერთ-ერთ სამინისტროსთან გაშალეს.

აქტივისტების თქმით, მათ მთავარ მიზანს წარმოადგენს იმის დემონსტრირება, თუ როგორ იტყუება იტალიის მთავრობა, მაშინ როდესაც ამტკიცებს რომ კლიმატის ცვლილების შესამცირებლად მუშაობს.

პინოქიოს ფორმები ეცვათ აქტივისტებსაც, მათ სამინისტროს შესასვლელი გადაკეტეს.

რას ამბობენ კლიმატის აქტივისტები:

„ჩვენ იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროს წინ ვსხედვართ და ვაპროტესტებთ მთავრობის უმოქმედობას კლიმატის კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენ გავაჟღერეთ ჩვენი მოთხოვნები“.

„ჩვენი პირველი მოთხოვნა სიმართლის თქმა არის. მეორე – მოქმედება. მესამე კი ის, რომ ერთად გადავწყვიტოთ გვმართავენ თუ არა ლობისტები“.

იტალიაში, რომში სამინისტროს წინ ორ კასრზე იჯდა პინოქიოს ფორმის ფიგურა, ხელში ცეცხლმოკიდებული დედამიწა ეჭირა. უკან კი ისხდნენ აქტივისტები, მანამ სანამ პოლიციამ აქცია არ დაშალა და რამდენიმე აქტივისტი არ დააკავა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend