მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSგერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ისრაელს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ისრაელს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

„არ დავუშვებთ, რომ ჰოლოკოსტის დროს დაღუპულთა შთამომავლები ახლა ღაზის ტერიტორიაზე დაიხოცონ ან მძევლად ჩაბარდნენ"

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია ღაზის სექტორში დაშავებული და მძევლად აყვანილი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ დახმარებას ორმოცდაათი მილიონი ევროთი გაზრდის.

,,ამ წუთისთვის ბრძოლა მიმდინარეობს „ჰამასისა“ და არა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ მათ მიმართ რაც შეიძლება მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. გერმანია ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას 50 მილიონი ევროთი გაზრდის. ჩვენ გვჭირდება ჰუმანიტარული ფანჯრები, რათა რაც შეიძლება მეტ დაზარალებულს დავეხმაროთ ცხელ წერტილში.

ჰამასი“ ადამიანების ტანჯვისგან იღებს სიამოვნებას, ისინი ქალებსა და ბავშვებს იყენებენ ფარად, იარაღსა და ასაფეთქებელ მოწყობილობებს მარკეტებსა და საავადმყოფოებში მალავენ.

ამ წუთისთვის გესაუბრებით იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ისტორიული პასუხისმგებლობა ეკისრება ჰოლოკოსტზე, ექვსი მილიონი ებრაელის მკვლელობაზე.

21-ე საუკუნის ცივილიზებული სახელმწიფოები არ დავუშვებთ, რომ მსგავსი საშინელება ისევ განმეორდეს. როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, ისრაელსაც აქვს უფლება, რომ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში კანონიერად დაიცვას თავი ტერორიზმისგან. არ დავუშვებთ, რომ ჰოლოკოსტის დროს დაღუპულთა შთამომავლები ახლა ღაზის ტერიტორიაზე დაიხოცონ ან მძევლად ჩაბარდნენ”, -განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend