მთავარიაზიაისრაელიიერუსალიმის გადატვირთული სასროლეთები - სამოქალაქო პირები სროლას სწავლობენ

იერუსალიმის გადატვირთული სასროლეთები – სამოქალაქო პირები სროლას სწავლობენ

იერუსალიმის დასავლეთ სანაპიროზე მოქალაქეების უმეტესობას იარაღი აქვს სახლში.

7 ოქტომბრის შემდეგ ამ დასახლებაში მოქმედი სასროლეთებიც სავსეა. იქ მოქალაქეები ყოველდღე სროლას სწავლობენ.

ერთ-ერთი ასეთი ტრენინგცენტრია “კონტრტერორიზმის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის აკადემია”. იქ კვირაში 6 დღე მიდიან მოქალაქეები მიმდებარე დასახლებებიდან და არა მხოლოდ, რომ სროლა ისწავლონ. ბევრ მათგანს აქამდე იარაღი არასდროს სჭერია ხელში.

ასეთია მაგალითად, ლეა. ის ამბობს, რომ მისი ქმარი არმიაშია და ბავშვებთან ერთად სახლში სულ მარტოა.

„ასე თავს უფრო უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ. რამე თუ მოხდა, შემეძლება ბავშვები დავიცვა”, – ეუბნება ლეა ევრონიუსის რეპორტიორ ვალერი გორიას.

იერუსალიმში არაერთი ტერიტორიაა, სადაც ებრაული და არაბული თემები ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ. ახლა ისინი კიდევ უფრო გაუცხოებულები არიან ვიდრე ადრე. ახლა ქალაქში თითქოს სიმშვიდეა, თუმცა ორივე მხარეს ეშინია, რომ ვითარება მალე შეიძლება უკონტროლო გახდეს.

პალესტინელი მორწმუნეები ლოცულობენ, ხოლო ისრაელელი პოლიციელები სადარაჯოზე დგანან, იერუსალიმი, 13 ოქტომბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Mahmoud Illean

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend