მთავარისაქართველოევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

რამდენიმე დღე რჩება ევროკომისიის შუალედური დასკვნის გამოქვეყნებამდე, იქამდე კი პოლიტიკურ წრეებში კვლავ საუბრობენ კანდიდატის სტატუსზე. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ქვეყანას გადაწყვეტილებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ამიტომ მიაჩნიათ, რომ ახლა პარლამენტში 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებული ცვლილებები უნდა იხილებოდეს.

მმართველ გუნდში ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ ოპტიმიზმის მეტი სააფუძველი აქვთ. მათი შეფასებით, საქართველოს ძალიან მაღალი ალბათობით დეკემბერში მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

სავარაუდოდ, 2023 წლის ნოემბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

 

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend