მთავარისაქართველოკონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ თანამდებობა დატოვა

კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ თანამდებობა დატოვა

ნანა შარიქაძე განვლილ 4 წელს მის ოფიციალურ Facebook გვერდზე აჯამებს და წერს, რომ კონსერვატორიაში როგორც ლექტორი ისე რჩება

კონსერვატორიის რექტორს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და თანამდებობა დატოვა. ყოფილი რექტორი ნანა შარიქაძე განვლილ 4 წელს მის ოფიციალურ Facebook გვერდზე აჯამებს და წერს, რომ კონსერვატორიაში როგორც ლექტორი ისე რჩება. ნანა შარიქაძე წერს, რომ აკადემიური თავისუფლება და ავტონომიურობა კვლავ გამოწვევად რჩება კონსერვატორიისთვის და რეფორმა ნამდვილად გასატარებელია, თუმცა სისტემაში და არ იქნებოდა ურიგო მისი კულტურის სამინისტროდან დაწყება. ყოფილი რექტორი 2023 წლის 11 აპრილს გამართულ შეხვედრაზე წერს და ზეწოლაზე მიანიშნებს. „არ მახსენდება, ბოლოს როდის ვმუშაობდით მშვიდ, კეთილგანწყობილ გარემოში, მაგრამ მახსენდება კულტურის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, რომლის მსგავსიც მხოლოდ არქივში მაქვს წაკითხული. მხედველობაში მაქვს 2023 წლის 11 აპრილი და მისი შემდგომი პერიოდი, ურთულესი პერსონალურად ჩემთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩემთან ერთად ესწრებოდა იმ შეხვედრას და ალბათ, იმათთვისაც, ვინც ამ ომში ბრმა იარაღად გამოიყენეს, ან თავიანთი სურვილით გამოაყენებინეს თავი. მჯერა, რომ მოვა დრო, როცა 11 აპრილის შეხვედრაზე მყოფნი იტყვიან, რომ იქ არ ყოფილან…“ – ნათქვამია განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები 10 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა კულტურის სამინისტრომ 25 სექტემბრის ბრძანებით არჩევნები შეაჩერა. ამას კი წინ უძღოდა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადება, რომელიც მან საქართველოს პარლამენტში გააკეთა. მან კონსერვატორიაში ჩასატარებელი რეფორმის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ კონსერვატორია ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვანი სახელოვნებო განათლების მიწოდებას სტუდენტებისთვის და მინისტრი ვალდებულია ამ ვითარების გათვალისწინებით შეცვალოს ხელმძღვანელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend