მთავარიამერიკააშშჯო ბაიდენის მიმართვა

ჯო ბაიდენის მიმართვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელ-ჰამასისა და რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა

“”ჰამასი” და პუტინი სრულიად სხვადასხვა ძალას წარმოადგენენ, მაგრამ მიზნები თითქმის ერთი აქვთ. ორივეს სურს, რომ მეზობელ სახელმწიფოებში დემოკრატია მოსპონ. “ჰამასის” მთავარი მიზანი ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და ებრაელი ხალხის დახოცვაა. “ჰამასს” არ წარმოადგენს პალესტინელი ხალხი, ისინი პალესტინის სახელსა და უდანაშაულო ხალხს უბრალოდ ფარად იყენებენ. ამავდროულად კი პუტინი ამბობს, რომ უკრაინას აქამდე რეალური სახელმწიფოებრიობა არ ჰქონია. მისი თქმით, უკრაინა საბჭოთა კავშირმა შექმნა. მან სულ რაღაც ორი კვირის წინ განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები დატოვებენ უკრაინასა და ჯარებს გაიყვანენ, ისინი არ დაშავდებიან და ზიანი არ მიადგებათ. მაგრამ ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად უკან არ ვიხევთ და აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ალბათ, ჩნდება კითხვა თუ რატომ აქვს ამ კონფლიქტებს აშშ-ისთვის მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, ისტორიამ გვასწავლა, რომ როდესაც ტერორისტები არ იხდიან საფასურს თავიანთ ტერორზე, როდესაც დიქტატორებიც ასევე არ იხდიან საფასურს მათი აგრესიისთვის, ისინი იწვევენ მეტ ქაოსს, სიკვდილსა და ნგრევას. ასე რომ, თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინის სწრაფვას ძალაუფლებისა და უკრაინის კონტროლისკენ, ის არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით“.

ხვალ ვაპირებ კონგრესს გავუგზავნო სასწრაფო ბიუჯეტის მოთხოვნა, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებების დასაფინანსებლად და ასევე ჩვენი კრიტიკული პარტნიორების, მათ შორის ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერად. ამ ჭკვიანი ინვესტიციის დახმარებით, სამყარო იქნება უფრო უსაფრთხო, მშვიდობიანი და აყვავებული ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის”, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend