მთავარიმსოფლიოჰუმანიტარული დერეფანი ღაზის საზღვართან დღეს გაიხსნება

ჰუმანიტარული დერეფანი ღაზის საზღვართან დღეს გაიხსნება

რაფაჰის გადასასვლელი ეგვიპტესა და ღაზის სექტორს შორის პარასკევს გაიხსნება, თუმცა რა პირობით და რამდენ ხანს, ჯერჯერობით უცნობია. ეგვიპტე ისრაელისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. ამასთან ეგვიპტეს არ სურს, თავის მიწაზე ასობით ათასი ლტოლვილი მიიღოს.

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გამართულ პრესკონფერენციაზე ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას  გაეროს გენერალურმა მდივანმა  განაცხადა, რომ ორ მილიონზე მეტ მოსახლეს შეუფერხებლად უნდა მიეწოდოს  ჰუმანიტარულ დახმარება.

გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, მათ უნდა შეეძლოთ დახმარების მიღება და მისი უსაფრთხოდ განაწილება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ისრაელელები შიშობენ, რომ ღაზაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი „ჰამასის“ დაჯგუფების ხელში აღმოჩნდება.

არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ღაზის მიმართულებით დახმარება ეგვიპტეში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი და ეგვიპტის პრეზიდენტი ას-სისი შეთანხმდნენ, რომ ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი რაფაჰიდან ღაზაში გადაეტანათ, მანამდე ეგვიპტემ გახსნა ღაზასთან ყველაზე ახლოს მდებარე  ელ-არიშის აეროპორტი, რომელიც ერთგვარი საერთაშორისო დახმარების ცენტრია. აშშ მტკიცედ მოუწოდებს ყველა მხარეს (ეგვიპტეს, „ჰამასს“, ისრაელს), შეასრულონ ეს შეთანხმება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend