მთავარიამერიკააშშგვენ სტეფანის ვარსკვლავის გახსნა

გვენ სტეფანის ვარსკვლავის გახსნა

ამერიკელ მომღერალსა და მსახიობ გვენ სტეფანის, ლოს ანჯელესში, ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. გვენ სტეფანი ჯგუფ No Doubt-ის სოლისტი და მრავალგზის გრემის მფლობელია. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას გვენ სტეფანის უამრავი მსმენელი და გულშემატკივარი დაესწრო.

“გვენს პირველად 2014 წელს შევხვდი. ის საერთოდ არ ჰგავდა იმ ვარსკვლავებს, ვისაც აქამდე შევხვედრივარ. მახსოვს, თუ როგორ მივიდა პირველად სამსახურში შავი მინივენით, თავის პატარებთან ერთად ყველანაირი დაცვის გარეშე. მაშინ მივხვდი, რომ გვენი პირველ რიგში იყო დედა და შემდეგ უკვე მომღერალი და მსახიობი. უკვე თითქმის 10 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც მას შევხვდი და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მისთვის ოჯახი და შვილები ისევ პრიორიტეტია. გვენისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ჩემთვის დიდი პატივია, რომ მის გვერდით ვდგავარ”, – ამბობს ბლეიქ შელტონი, გვენ სტეფანის მეუღლე.

“სიგიჟეა, ნამდვილად არ მჯერა, რომ ერთ უბრალო გოგონას ორეინჯის ოლქიდან, ერთ დღესაც ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავს გაუხსნიდნენ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა გულშემატკივარს, ვინც ამდენი წლის განმავლობაში უსმენდა ჩემ მუსიკას და მხარს მიჭერდა, მე აქ თქვენ გარეშე ნამდვლად ვერ მოვხვდებოდი”, – ამბობს გვენ სტეფანი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend