მთავარიაზიაისრაელიორად გაყოფილი იერუსალიმი - ევრონიუსის რეპორტაჟი

ორად გაყოფილი იერუსალიმი – ევრონიუსის რეპორტაჟი

17 ოქტომბერს ღაზის სექტორში მომხდარმა ამბებმა კიდევ უფრო დაძაბა ვითარება ახლო აღმოსავლეთში. იქ აზრთა სხვადასხვაობაა იმაზე, თუ ვინ არის დამნაშავე მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში. ამ მხრივ გამონაკლისი არც იერუსალიმია, სადაც ებრაული და არაბული თემები ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ. სწორედ იერუსალიმში იმყოფება ევრონიუსის რეპორტიორი ვალერი გორია, რომელიც ესაუბრა მოქალაქეებს იერუსალიმის დასავლეთითა და აღმოსავლეთით იმაზე, თუ რას ფიქრობენ ახლა, როცა ქვეყანა ომშია.

20 წლის ახალგაზრდა პატივს მიაგებს მეთაურის საფლავს, სამხედრო სასაფლო ჰერცლის მთაზე იერუსალიმში, 16 ოქტომბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Petros Giannakouris

ტალია იერუსალიმის დასავლეთით ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობს. გასულ კვირას ოჯახის წევრები დაუხოცა “ჰამასმა”. მიაჩნია, რომ დამნაშავეები არიან “ჰამასის” მებრძოლები, მაგრამ არა პალესტინელები. „მე მიყვარს არაბები. მათთან პრობლემა არასდროს მქონია. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ერთად ვიცინით. ყველაფერი კარგად გვაქვს. რატომ უნდა მომხდარიყო ასე, რატომ?“ – ეუბნება ევრონიუსს ტალია.

ევრონიუსი იოსიფსაც ესაუბრა. ის ამბობს, რომ მშვიდობის აქტივისტია და პალესტინელებთან ერთად მუშაობს. მას არ მოსწონს ნეთანიაჰუს მთავრობა და მუდმივად მონაწილეობს მის წინააღმდეგ აქციებში. მიუხედავად ამისა, მიაჩნია, რომ “ჰამასი” უნდა განადგურდეს.

„ჩვენი ბომბით არ აგვიფეთქებია. ეს თავად მათ ჩაიდინეს. ახლა კი ისრაელმა მთელ მსოფლიოს უნდა აუხსნას, რომ ჩვენი ბრალი არ იყო. ისინი ადამიანებს ცოცხალ ფარად იყენებენ. არავინ ადარდებთ”, – ამბობს იოსიფი.

აღმოსავლეთ იერუსალიმში კი ვითარება კიდევ უფრო რთულია. აქ ბევრი ადამიანი ძალიან გაბრაზებულია. არაბი მოქალაქეების უმეტესობას კამერებთან საუბარი არ სურს, მათ პოლიციის ეშინიათ. თუმცა ერთი მამაკაცი ანონიმურად საუბარს მაინც დასთანხმდა. ის ყველაფერში ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს. ამბობს, რომ მათ საერთოდ არ აინტერესებთ არც ღაზა და არც მისი მოსახლეობა.

ისრაელის სასაზღვრო პოლიცია პალესტინელებთან დაპირისპირების დროს აღმოსავლეთ იერუსალიმში, 13 ოქტომბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Mahmoud Illean

იერუსალიმში ყველა შოკშია და ყველას ეშინია, რომ შეიძლება მოხდეს უფრო უარესი, რომ ეს კონფლიქტი შეიძლება რეგიონულ ომში გადაიზარდოს.

ახლა მთავარია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ჩრდილოეთ ისრაელში, ლიბანის საზღვართან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend