17 ოქტომბრის საღამოს, დაახლოებით 7 საათზე ადგილობრივი დროით, ღაზის სექტორში, საავადმყოფო “ალ-აჰლის” ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. რამდენიმე საათის შემდეგ “ჰამასმა” აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა ისრაელს, ხოლო ისრაელმა განაცხადა, რომ ეს ღაზაში მოქმედი ერთ-ერთი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მიერ განხორციელებული დარტყმა იყო, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა და რაკეტა ჰაერშივე განადგურდა.
აფეთქება ათობით კამერამ აღბეჭდა სხვადასხვა კუთხიდან. აბსოლუტური სიზუსტით ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, თუ საიდან მოხდა რაკეტის გაშვება, ისევე როგორც მსხვერპლის რაოდენობა, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ.
❗️ The Palestinian Health Ministry said 471 people were killed in the shelling of the al-Ahli Arab hospital in Gaza City
Also Israeli media, citing the Foreign Minister, report that today Israel will present in the UN Security Council concrete evidence of its non-involvement in… pic.twitter.com/2Czsx5zumm
— NEXTA (@nexta_tv) October 18, 2023
ამ ეტაპზე არსებობს უკვე კადრები და ფოტოები, სადაც ჩანს აფეთქების ადგილი. კადრების მიხედვით, ძირითადი ზიანი საავადმყოფოს ეზოს ნაწილში, პარკინგის ადგილას არის, ხოლო ჰოსპიტლის შენობა ძლიერად არ დაზიანებულა და კედლები მთელია.
This video shows damage to one vehicle that looks very significant, and might provide some details to the exact spot the munition hit. Damage to nearly all the other vehicles seem to be from fires.https://t.co/BM2A8m0KKO pic.twitter.com/964EcVrn1H
— Eliot Higgins (@EliotHiggins) October 18, 2023
“ინსტაგრამსა” და “ტვიტერზე” სხვადასხვა კადრში ჩანს დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებები და ხანძრის შედეგად დამწვარი საყოფაცხოვრებო ნივთები, რაც მოწმობს იმაზე, რომ ეზოში იმყოფებოდნენ ადამიანები. BBC-ის ჟურნალისტი აცხადებდა, რომ ეზოში აფეთქების დროს იმყოფებოდა ასობით ლტოლვილი, რომლებიც საავადმყოფოს აფარებდნენ თავს. “ტვიტერზე” გავრცელდა კადრები, სადაც ჩანან ადამიანები, ზოგიერთი ადამიანი დაჭრილია, ზოგი კი დაღუპული.
18 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალური წარმომადგენელი დანიელ ჰაგარი აცხადებდა, რომ აფეთქების ადგილზე არ იყო კრატერები, ანუ ღრმული, რომელიც ჩნდება ისრაელის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად – მარჯვენა მხარეს ხედავთ კრატერს, რომელსაც ტოვებს ისრაელის შეიარაღებული ძალების რაკეტა ჩამოვარდნის შემდეგ. მისი მასშტაბი მერყეობს 7-იდან 19 მეტრამდე, ხოლო მარცხნივ ისრაელის თავდაცვა აქვეყნებს საავადმყოფოს ტერიტორიის გამოსახულებას, რომელზეც კრატერი არ ჩანს.
ამავდროულად გამომძიებელი ჟურნალისტების ორგანიზაცია “ბელინგკეტი” აქვეყნებს “ინსტრაგრამსა” და “ტვიტერზე” გავრცელებულ ფოტოებს, რომლებზეც ერთი მცირე მასშტაბის ღრმული ფიქსირდება. ფოტოზე ჩანს, რომ მის ირგვლივ განადგურებულია ქვაფენილი და ირგვლივ მიმოფანტულია სავარაუდოდ, საბრძოლო მასალები. ღია წყაროებზე დაყრდნობით საგამოძიებო პორტალი აღნიშნავს, რომ ღრმული დაახლოებით ერთი მეტრია, ხოლო სიღრმე დაახლოებით 30 სანტიმეტრი.
Possible impact crater at the Ahli Hospital in Gaza, roughly 1×1 meter, maybe 30cm deep. pic.twitter.com/ue28AfX0rM
— OSINTtechnical (@Osinttechnical) October 18, 2023
რაც შეეხება კონკრეტულად აფეთქების ვიდეოს. ტელეკომპანია “ალ ჯაზირას” ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ერთვებოდა, როდესაც აფეთქება მოხდა. ფონზე ჩანს, რომ პირველად რაკეტა აფეთქდა ღაზის სექტორის თავზე. კადრით დაუდგენელია, ეს ისრაელმა გაანადგურა ჰაერშივე რაკეტა, თუ გაუმართაობის გამო თვითონვე აფეთქდა.
He ido al directo de Al Jazeera y he sacado los dos minutos previos a lo que parece que es la explosión del hospital.
Se ve en el minuto anterior a la explosión varios lanzamientos de cohetes y también explosiones en tierra previa. pic.twitter.com/G0RJpk07pp— Alberto Fierro (@albertofierroal) October 17, 2023
ჰაერში აფეთქებიდან დაახლოებით 10 წამის შემდეგ აფეთქება უკვე მიწაზე ხდება. პორტალი “ჯეოქონფირმი” გეოგრაფიული მდებარეობის შესწავლის საფუძველზე წერს, რომ რაკეტა ღაზის ტერიტორიიდან გაუშვეს, მაგრამ კითხვებს თავად აფეთქების მიზეზი აჩენს, რადგან თუ რაკეტა უკვე აფეთქდა ჰაერში, მიწაზე დაშვების დროს რატომ მოხდა კიდევ ერთი აფეთქება.
GeoConfirmed ISR-PAL.
A missile launched by Palestinian Groups exploded mid-air and one of the pieces fell on the Al-Ahli Arab Hospital's yard.
31.504822, 34.46169
Before reacting READ our thread.https://t.co/qbpUGQk89o
1/X
— GeoConfirmed (@GeoConfirmed) October 17, 2023
დიდი ბრიტანეთის “სამეფო თავდაცვის კვლევის ინსტიტუტის” ექსპერტი ჯასტინ ბრონკი, რომელმაც შეისწავლა ვიდეოები, აღნიშნავს, რომ აფეთქების ფერის მიხედვით მიწაზე რაკეტის დაუხარჯავი საწვავი აფეთქდა. ამასთან, ექსპერტი ხაზს უსვამს იმას, რომ ვიდეოს ხარისხი საკმაოდ დაბალია და მეტი სიზუსტით პასუხის გაცემის საშუალებას არ იძლევა.
For what it’s worth, this doesn’t look or sound quite like an air strike using the typical IAF 1000lb or 2000lb JDAM/Mk80 series to me. Incoming projectile sounds like it’s under power and the explosion frames visible look like largely propellant fire rather than HE detonation… https://t.co/jZXMedRexd
— Justin Bronk (@Justin_Br0nk) October 17, 2023
და ბოლოს, რაც შეეხება მსხვერპლს. აფეთქებიდან რამდენიმე საათში “ჰამასმა” განაცხადა, რომ საავადმყოფოში დაიღუპა 300-იდან 800-ამდე ადამიანი. მეორე დღეს, ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიღუპა 471 ადამიანი. სხვა წყარო, რომელიც დაადასტურებდა, ან უარყოფდა ამ რიცხვს, ამ ეტაპზე არ არსებობს.