წელს ევროპული კულტურის ფესტივალი “ევროპალია” საქართველოს ეძღვნება. ფესტივალის ოფიციალურ გახსნას ბელგიის მეფე და დედოფალი ესწრებოდნენ. ღონისძიების სტუმრებმა ქართული ფოლკლორი და ტრადიციული მუსიკა ანსამბლ “ბასიანის” სოლო კონცერტზე მოისმინეს.
ანსამბლ “ბასიანის” წევრი ზურა წკრიალაშვილი საუბრობს ევრონიუს ჯორჯიას ეთერში.