მთავარიმსოფლიოსურსათის მსოფლიო პროგრამის მიერ მობილიზებული საკვების მარაგი ღაზაში დერეფნის გახსნას ელოდება

სურსათის მსოფლიო პროგრამის მიერ მობილიზებული საკვების მარაგი ღაზაში დერეფნის გახსნას ელოდება

ღაზისთვის განკუთვნილი სასურსათო დახმარება ეგვიპტის ქალაქ ალ-არიშსა და ღაზის საზღვრის მახლობლად  გროვდება. სასურსათო მარაგი ღაზაში მაშინვე გაიგზავნება, როდესაც რომელიმე სასაზღვრო პუნქტი გაიხსნება. სურსათის მსოფლიო პროგრამაში ამბობენ, რომ მათ ღაზაში მიმავალი შეუფერხებელი დერეფანი ესაჭიროებათ, რომ სიცოცხლისთვის საჭირო ჰუმანიტარული მარაგები ღაზაში უსაფრთხოდ ჩაიტანონ. ამ დროისთვის სურსათის მსოფლიო პროგრამამ 310 მეტრული ტონა საკვების მობილიზება შეძლო, რომლის დიდი ნაწილი უკვე ეგვიპტეშია. ეს მარაგი ერთი კვირის განმავლობაში 244 ათას ადამიანს უნდა ეყოს. დახმარების ფარგლებში მომდევნო 30 დღის განმავლობაში კიდევ  805 ათასი დაზარალებულის დახმარება იგეგმება. ამისთვის კი, სურსათის მსოფლიო პროგრამას დამატებითი ხარჯები ესაჭიროება, კერძოდ, მომდევნო სამი თვის განმავლობაში გადაუდებელი დახმარების უზრუნველსაყოფად საჭიროა 74 მილიონი დოლარი.

„სურსათის მსოფლიო პროგრამამ ტონობით საკვები შეაგროვა, რომელიც რეგიონში თვითმფრინავებითა და სატვირთო მანქანებით შემოდის. დახმარების მარაგი დაგროვილია და ის მწვანე შუქის ანთებას ელოდება, რომ ღაზაში ნებისმიერი შესასვლელიდან შეძლოს შესვლა. ჩვენ გვჭირდება, რომ ღაზაზე უსაფრთხო წვდომა გვქონდეს. ხალხთან მისვლა უნდა შევძლოთ“, – განაცხადა სურსათის მსოფლიო პროგრამის პალესტინის ოფისის დირექტორმა სამერ აბდელჯაბერმა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend