მთავარიაზიაჩინეთი"სარტყლისა და გზის ფორუმი" ჩინეთში

“სარტყლისა და გზის ფორუმი” ჩინეთში

“ჩინეთის განვითარების ბანკი და ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის ბანკი 350 მილიარდი იუანის (50 მილიარდი დოლარი) ფინანსურ ფანჯარას შექმნის. აბრეშუმის გზის ფონდი თავის კაპიტალს 80 მილიარდი იუანით გაზრდის. ჩვენ “სარტყლისა და გზის” ფორუმის მშენებლობას მხარს დავუჭერთ ყველანაირი მარკეტინგული და კომერციული გზით.

ჩინეთი მსოფლიო ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა, ასე რომ, როცა ჩინეთში ვითარება სტაბილურია, მსოფლიო უკეთესი ხდება. “სარტყლისა და გზის” პროექტით კი ჩინეთი თავის კარს უფრო ფართოდ გაუხსნის მთელ მსოფლიოს”, – ამბობს სი ძინპინი.

“რუსეთი და ჩინეთი, ისე როგორც მსოფლიოს უმეტესი ქვეყანა, იზიარებს საყოველთაო სურვილს, რომ მდგრადი და გრძელვადიანი ეკონომიკური წინსვლა და სოციალური კეთილდღეობა იყოს მიღწეული მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რა თქმა უნდა, თითოეული სახელმწიფოს უფლებების პატივისცემით.

რუსეთი ტერიტორიით მსოფლიოს უდიდესი ქვეყანაა და ჩვენ კავშირს ყველა პარტნიორ თუ არაპარტნიორ ქვეყანასთან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მივესალმები “სარტყლისა და გზის” ინიციატივის ფარგლებში შექმნილ ერთიან სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჩარჩოს, რაც ითვალისწინებს ტვირთების ნაკადების უფრო ეფექტურ და საიმედო მიმოცვლას პარტნიორ ქვეყნებს შორის”, – ამბობს ვლადიმერ პუტინი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend