მთავარიაზიაისრაელიჯო ბაიდენი ისრაელშია  

ჯო ბაიდენი ისრაელშია  

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა. მას თელ-ავივში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დახვდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბაიდენი გააძლიერებს ზეწოლას ისრაელის მთავრობაზე, დაუშვას ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთების შესვლა.

 

ჯონ კირბიმ, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერმა, ვიზიტამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაიდენს სურს გაეცნოს ვითარებას ადგილზე და დასვას კრიტიკული კითხვები, როგორც ისრაელის მეგობარმა. ჯო ბაიდენის ვიზიტი ისრაელში ემთხვევა ძალიან რთულ ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ღაზის სექტორში საავადმყოფოს მიმდებარედ აფეთქებამ კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა. არაბულ ქვეყნებში ისრაელის საწინააღმდეგო მასშტაბური აქციები მიმდინარეობს.

ამერიკის პრეზიდენტი ისრაელის შემდეგ უნდა ჩასულიყო იორდანიაში, თუმცა ღაზის სექტორში საავადმყოფოსთან მომხდარი აფეთქების შემდეგ მისი შეხვედრა არაბული ქვეყნების ლიდერებთან გადაიდო.

ჯო ბაიდენი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი: “ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” 1300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გაჟლიტა და მე ამ სიტყვას მიზანმიმართულად ვიყენებ, მათ შორის 31 ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა. “ჰამასმა” ბევრი ადამიანი ტყვედ აიყვანა, არასრუწლოვნებიც. მხოლოდ წარმომიდგენია, თუ როგორ ეშინიათ ამ ბავშვებს. “ჰამასთან” შედარებით “ისლამური სახელმწიფოს” ქცევა უფრო რაციონალური იყო.

ამერიკელი ერი თქვენთან ერთად გლოვობს. ეს სიმართლეა. ამერიკელები დარდობენ, რადგან ვიცით, რომ ეს მარტივი მოცემულობა არ გახლავთ, თქვენ რთული ამოცანის წინაშე ხართ, ფაქტია, რომ ისრაელი მიიღებს იმ ზომებს, რომლებიც ისრაელელი ერის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის არის საჭირო და მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ასე იქნება”.

ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი: “ბატონო პრეზიდენტო ჯო, მსურს მადლობა გადაგიხადოთ აქ ჩამოსვლისა და ჩვენი უპირობო მხარდაჭერისთვის. ეს ისრაელისთვის რთული პერიოდია და ამერიკელი ხალხის თანადგომა ამაღელვებელია. თქვენი მხარდაჭერა ყოველდღიურია და ამ ომის დაწყების პირველივე დღიდან მკაფიო. ჩვენს ერებს შორის ალიანსი ურყევია. ჩვენი მტრების მისამართით თქვენი გზავნილი კი ჩვენთვის დამაკმაყოფილებელია, არ დავიხევთ უკან, როდესაც საქმე ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას ეხება. “ჰამასს” თქვენ ბოროტება უწოდეთ, ეს სიმართლეა”.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend