სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს დევნილობაში ყოფნის 30 წელი უსრულდება. ამ თარიღს თეატრი საერთაშორისო მიღწევებით შეხვდა. სოხუმის თეატრმა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში გაიმარჯვა და ის აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის საელჩოსთან საქართველოში. მათ შორის, აშშ-ის საელჩომ დააფინანსა სპექტაკლი “უეცრად, გასულ ზაფხულს”, რომელიც ამერიკელი დრამატურგის, ტენესი უილიამსის გაუხმაურებელი პიესის დადგმაა. ეს სპექტაკლი მომავალ წელს ამერიკაში ტენესი უილიამსის ფესტივალზე დაიდგმება.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საუბრობენ: აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე ივან კალი, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით საყვარელიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.