მთავარიმსოფლიო"პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელს ეწვევა" - ენტონი ბლინკენი

“პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელს ეწვევა” – ენტონი ბლინკენი

ღაზა იერუსალიმისა და თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო შეტევებს აგრძელებს. ისრაელს კი ღაზა კვლავ ალყაში ჰყავს მოქცეული და საჰაერო თავდასხმას აგრძელებს. ისრაელის მიზანი „ჰამასის“ განადგურებაა. არსებობს საშიშროება, რომ დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება. სწორედ ამიტომ აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელში გაემგზავრება.

„პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელს ოთხშაბათს ეწვევა. პრეზიდენტი ბაიდენი კიდევ ერთხელ გააფრთხილებს ყველას, ვინც ცდილობს კრიზისით ისარგებლოს და ისრაელს შეუტიოს. პრეზიდენტი მიმართავს ყველას, როგორც სახელმწიფოს, ისე ნებისმიერ დაჯგუფებას. ამას ნუ გააკეთებთ”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ეგვიპტიდან ღაზას მიმართულებით გადასასვლელი რაფაჰი საჰაერო თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე გახდა. რაფაჰის გადასასვლელი ერთადერთია, რომელსაც პალესტინა აკონტროლებს. სწორედ აქედან ახერხებს სხვადასხვა ორგანიზაცია დახმარებისა და მარაგის შეტანას. დანარჩენი სხვა ტერიტორია ისრაელს ალყაში აქვს მოქცეული. ამ ყველაფრის ფონზე კი „ჰამასმა“ მძევლების მდგომარეობის ამსახველი პირველი ვიდეოკადრები გაავრცელა.

ერთ-ერთი მძევალი 21 წლის მაია სემია. ვიდეოდან მისი სურათები სოციალური ქსელში ოჯახის თანხმობით გავრცელდა. ისრაელმა დაადასტურა, რომ „ჰამასის“ წევრებმა ღაზაში იძულებით 199 ისრაელელი გადაიყვანეს. „ჰამასი“ კი ამტკიცებს, რომ მას დაახლოებით 250 ადამიანი ჰყავს მძევლად.

ღაზის სექტორში დევნილთა რიცხვმა კი უკვე მილიონს მიაღწია. ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ წევრების წინააღმდეგ შეტევას აპირებენ, თუმცა მანამდე მშვიდობიან მოსახლეობას უსაფრთხო ადგილზე გადასვლის შესაძლებლობას აძლევენ. ისრაელელი სამხედროების ინფორმაციით, ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასს“ ფართო გვირაბები აქვთ გათხრილი, სადაც რაკეტების გამშვები აღჭურვილობა აქვთ განთავსებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend