ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ იუწყება, რომ მათ ტყვედ 200-დან 250-მდე ადამიანი აიყვანეს. მათი თქმით, შესაძლოა მათი რაოდენობა ბევრად მეტიც იყოს. დაჯგუფებამ პლატფორმა „X”-ზე, რომელიც ადრე „ტვიტერის“ სახელით იყო ცნობილი ერთ-ერთი ტყვედ ჩავარდნილის, მია შამის, ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მას ხელზე ოპერაცია უტარდება. ვიდეოში ახალგაზრდა ქალი ისრაელის თავდაცვის ძალებს სთხოვს, რომ რაც შეიძლება მალე დაიხსნან ტყვეობიდან.
חמאס שחרר סרטון של חטופה ישראלית.
– פרסום לאחר אישור המשפחה. pic.twitter.com/YJlMWeapzT— Fadi Amun | فادي أمون | פאדי אמון (@FadiAmun) October 16, 2023
„ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის წარმომადგენლის განცხადებით, 22 ტყვედ ჩავარდნილი დაიღუპა. ისინი ამბობენ, რომ ტყვეების სიცოცხლე სწორედ ისრაელის მიერ განხორციელებულმა თავდასხმამ შეიწირა.
„ჰამასი“ იუწყება, რომ ტყვეთა შორის სხვადასხვა ეროვნების მქონე ადამიანები არიან, თუმცა ჯერჯერობით მათი ვინაობის გადამოწმების საშუალება არ ჰქონიათ. ტერორისტული დაჯგუფების წევრები იმასაც ამბობენ, რომ თუ ტყვეები გადარჩენას შეძლებენ, საჭირო დროს მათ გაათავისუფლებენ.
This is Hamas’ organizational hierarchy—its leadership is in control of Gaza.
This is who’s responsible for Hamas’ attacks against Israeli civilians.
We know who you are. pic.twitter.com/nWs1ZiWQzr
— Israel Defense Forces (@IDF) October 17, 2023