მთავარისაქართველოსაქართველოში რისკჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასო აცრა დაიწყო

საქართველოში რისკჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასო აცრა დაიწყო

„უკვე რამდენიმე წელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას ვიყენებ და გრიპი რა არის, არ ვიცი“, - ამბობს მოქალაქე აცრის შემდეგ

საქართველოში 16 ოქტომბრიდან რისკჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაიწყო. თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში აცრის პროცესი დილის 10 საათზე დაიწყო და დღის პირველი საათისთვის უკვე 70-მდე პირი იყო აცრილი. კლინიკაში ხშირად ისმოდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვებიც.

ერთ-ერთი ვინც დღეს აიცრა საქართველოს მოქალაქე დემურ ნემსაძეა. ის უკვე წლებია ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის სურვილს გამოთქვამს. წელსაც ასე იყო და ის ერთ-ერთი პირველი იდგა ვაქცინაციის დაწყების დღეს, იმუნიზაციის კაბინეტთან.

აცრის გაკეთების შემდეგ კი თქვა:”ყოველ წელს შემოდგომაზე დავდივარ ასაცრელად. წელსაც ასე მოვიქეცი. უკვე რამდენიმე წელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას ვიყენებ და გრიპი რა არის არ ვიცი, სიცხე და გაციება რა არის, არ ვიცი”.

ვაქცინაცია უფასოდ შემდეგ ჯგუფებში შემავალ პირებს ჩაუტარდებათ:

დიაბეტის მქონე პირები;

დიალიზზე მყოფი ადამიანები;

C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);

აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;

ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები;

60 წლისა და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;

ორსულები;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;

ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;

სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვა.

დღეს, 16 ოქტომბერს, ვაქცინაციის პუნქტს ექიმები ასაცრელად ხშირად სტუმრობდნენ. ისინი ამბობენ, რომ გრიპის ვაქცინების მრავალწლიანმა გამოყენებამ მათი მაღალი უსაფრთხოება და ეფექტიანობა კარგად აჩვენა. ექიმების თქმით, ვაქცინაციის შემთხვევაში გრიპით ავად გახდომის რისკი საგრძნობლად იკლებს, ხოლო მძიმე გართულებებისა და მათ გამო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი თითქმის არ არსებობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კი ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული ოთხკომპონენტიანი ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომლებსაც გრიპის სეზონზე ელოდებიან.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend