მთავარისაქართველოსაკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს. საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებული წარდგინება ოქტომბრის დასაწყისში განიხილა.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ აღნიშნა, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ხელს, დაახლოებით, 12:00 საათის შემდეგ მოაწერენ. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად მთელი რიგი პროცედურები აქვს ჩასატარებელი. მისივე თქმით, დოკუმენტის ხელმოწერით მოსამართლეები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც სამართლებრივად დასაბუთებული იქნება. მას არ დაუკონკრეტებია, ზუსტად რომელ საათზე გამოცხადდება გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნა, რომ ცნობილი დღის განმავლობაში გახდება.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მმართველ პარტიას, რომელიც პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, სხდომებზე უმრავლესობის 4 დეპუტატი, მათ შორის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარმოადგენდა. პრეზიდენტის წარმომადგენლები კი თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იყვნენ. თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სასამართლო განხილვებს არ დასწრებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend