მთავარიმსოფლიო"ღაზის სექტორში წყლის მარაგი იწურება" - გაერო

“ღაზის სექტორში წყლის მარაგი იწურება” – გაერო

“ამ მომენტში, როცა მე გესაუბრებით, ღაზის სექტორში წყალი და ელექტროენერგია იწურება. ღაზას წყლის მარაგი აღარ აქვს, რაც უახლოეს პერიოდში უამრავი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. ასეთი ტემპით მალე საკვებისა და წამლის დეფიციტიც უდიდესი პრობლემა გახდება. ბოლო 8 დღის განმავლობაში ღაზის სექტორში არცერთი წვეთი წყალი, არც ხორბლის მარცვალი და არცერთი ლიტრი საწვავი არ დაშვებულა.

იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ, იმდენად მაღალია, რომ გაეროს ბაზებიც კი ვერ უმკლავდება მათ შეფარებასა და დაცვას. ფაქტობრივად, ჩვენ თვალწინ უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფა ვითარდება.

ღაზიდან გამოსული ყველა ამბავი გადარჩენაზე, სასოწარკვეთასა და დაკარგვაზეა. ათასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები და ქალები. სულ მცირე მილიონი ადამიანი გახდა იძულებული, რომ საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

ღაზის ტერიტორიაზე ამ დროისთვის არცერთი ადგილი არ არის უსაფრთხო”, – აცხადებს გაეროს წარმომადგენელი ფილიპე ლაზარინი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend