პროფესიული უნარების სააგენტო, რომელიც WorldSkills International-ის ასოცირებული წევრია, წელს WorldSkills-ის კონკურსს ეროვნულ დონეზე ჩაატარებს. კონკურსი წინასწარ შერჩეულ სამ პროფესიაში გაიმართება, რომელთა შორისაა კულინარია, კონდიტერია და ვებტექნოლოგიები. გამარჯვებულ კანდიდატებს უნარების სააგენტო წარადგენს WorldSkills-ის რიგით 47-ე საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც 2024 წლის სექტემბერში საფრანგეთში, ქალაქ ლიონში გაიმართება. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში პროფესიული უნარების სააგენტოს WorldSkills-ის საქართველოს კოორდინატორმა ნიკოლოზ მესხიშვილმა ისაუბრა.