„ევრონიუს ჯორჯიას“ სტაჟიორების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებს – მათ, ვისაც აინტერესებს პრაქტიკულ ჟურნალისტიკაში სცადოს ბედი.
სტაჟიორები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. სტაჟირების ხანგრძლივობა – 2 თვე. მსურველებმა უნდა წარმოადგინონ – Curriculum Vitae და სამოტივაციო წერილები (ქართულად და ინგლისურად).
სამოტივაციო წერილები და CV მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: internship@euronewsgeorgia.com
საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი 2023.
გისურვებთ წარმატებას!
„ევრონიუს ჯორჯია“