მთავარიამერიკააშშინტერესი გაიზარდა თუფაქ შაკურის მკვლელობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის მიმართ

ინტერესი გაიზარდა თუფაქ შაკურის მკვლელობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის მიმართ

ამერიკელი რეპერ თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე დუეინ დევისის დაკავების შემდეგ რეჟისორ მაიკ დორსის დოკუმენტური ფილმის „რეპის მკვლელობის“  მიმართ ინტერესი კვლავ გაღვივდა. რეჟისორის განცხადებით, დევისმა ფილმში ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან დეტალებზე, რომლებიც დანაშულში მის მონაწილეობას შეეხებოდა. მისი თქმით, ფილმზე დაყრდნობით სამართალდამცველი ორგანოები მთელი ამ წლების განმავლობაში დუეინ დევისის შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ, რაც საბოლოოდ მისი დაპატიმრებით დასრულდა. შემდეგ სიუჟეტში რეჟისორი მაიკ დორსი ისაუბრებს იმაზე, თუ რა გავლენა ჰქონდა დოკუმენტურ ფილმ „რეპის მკვლელობას“ დუეინ დევისის დაკავებაზე.

რეჟისორი საუბრობს იმაზე, თუ რატომ არ დააკავეს სამართალდამცავმა ორგანოებმა დუეინ დევისი ფილმის გამოსვლისთანავე და რატომ დააკავეს ახლა, 2023 წელს.

„როდესაც „რეპის მკვლელობა“ გამოვიდა, 2015 წელს, სამართალდამცველებს მხოლოდ დუეინ დევისის მიერ გაკეთებული განცხადებები ჰქონდათ. ეს ხელმოსაჭიდი ინფორმაცია არ არის, სწორედ ამიტომ ისინი ელოდებოდნენ ისეთ დროს, როდესაც ამ საქმეს ხელახლა გახსნიდნენ. ეს კი 2018 წელს მოხდა, როდესაც დევისმა გადაწყვიტა მკვლელობაში მონაწილეობის შესახებ ინტერვიუ მიეცა „სიკვდილის ქრონიკებისთვის“. სწორედ ამ მომენტიდან მე დავუკავშირდი ლას-ვეგასის პოლიციას, რადგან ამ შოუში მრჩევლის სტატუსით ვიყავი. ამის შემდეგ კი პოლიციამ ჩემს სახლში დამკითხა. ჩემთან შეხვედრის შემდეგ რამდენიმე კვირაში ეს საქმე ხელახლა გაიხსნა.

მას შემდეგ დევისი განაგრძობდა ინტერვიუებში ამ თემაზე საუბარს. “იუტუბზე” დაახლოებით შვიდი თუ რვა ინტერვიუ ჩაწერა, სადაც თუფაქის მკვლელობაში მის ჩართულობაზე საუბრობდა. ფაქტობრივად პოლიციას უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას აწვდიდა. მე ვფიქრობ, მის დაკავებას ხუთი წელი იმიტომ დასჭირდა, რომ პოლიციას არ სურდა, დევისი მხოლოდ მისი ნაამბობი ისტორიების საფუძველზე დაეკავებინათ. პოლიციელებს უნდოდათ ამ საქმის შესახებ მეტი ინფორმაცია მოეპოვებინათ – მეტი მოწმე და მეტი მტკიცებულება. მაგალითად, მისი სახლის ჩხრეკის უფლება ჯერ კიდევ 2023 წლის ივლისში მიიღეს.

რაც ყველაზე მთავარია, ამ ინტერვიუების დროს მას თან ადვოკატი ახლდა. აშკარაა ის ამ თემაზე საუბრისას ფრთხილობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ იცოდა, თუ სიტყვებთან ფრთხილად არ იქნებოდა, აუცილებლად დაიჭერდნენ“, – აცხადებს რეჟისორი მაიკ დორსი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend