მთავარიამერიკაპარაგვაიბუნტის შემდეგ პარაგვაის ყველაზე დიდ ციხეს ისევ პოლიცია განაგებს

ბუნტის შემდეგ პარაგვაის ყველაზე დიდ ციხეს ისევ პოლიცია განაგებს

15-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ პარაგვაის ყველაზე დიდ ციხეზე პოლიციამ კონტროლი აღადგინა. პატიმრებმა გააპროტესტეს იუსტიციის მინისტრის ანხელ ბარჩინის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომელიც მათ ერთ-ერთი პატიმრის მკვლელობასა და ცხედრის გადამალვაში სდებდა ბრალს. ბუნტის შედეგად პატიმრებმა მძევლად აიყვანეს 20 მცველი და პატიმართა ნათესავები. ამბოხის დროს მთავრობა მათთან მოლაპარაკებას ცდილობდა, რათა ციხეში ახალი პატიმრების შეყვანა შესძლებოდა პოლიციას. თუმცა მანამ, სანამ სიმართლე არ გაირკვა, მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობდა.

სანამ მოლაპარაკებები გაიმართებოდა, ცოტა ხნით ადრე ქვეყნის პრეზიდენტმა სანტიაგო პენამ პატიმრებთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა.

„ჩვენ იმისთვის არ ვართ მთავრობაში, რომ დამნაშავეებთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ. ადამიანებთან, რომლებიც სხვის უფლებებს არ ცნობენ და ხალხს ტყვედ იყვანენ. ვინც ტაკუბუს ციხეში ეს ამბოხი მოაწყო, კიდევ უფრო დამნაშავეა. მათ შესაბამისი სასჯელი დაეკისრებათ. პარაგვაელები კი ჩვენგან  სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებენ“.

ის პატიმარი, რომლის მკვლელობასაც იუსტიციის მინისტრი სხვა პატიმრებს აბრალებდა, როგორც აღმოჩნდა, ციხიდან გაიქცა. მან თავად გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ საპატიმროდან გაიქცა. პარაგვაის ციხეში ახლა არეულობაა. პოლიცია სრული კონტროლის აღდგენასა და ვითარების დამშვიდებას ცდილობს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend