მთავარიმსოფლიოინტერვიუ ევროკავშირში პალესტინის მისიის წარმომადგენელთან

ინტერვიუ ევროკავშირში პალესტინის მისიის წარმომადგენელთან

ევროკავშირი გმობს “ჰამასის” თავდასხმას ისრაელზე. ევროკომისიაში ამბობენ, რომ გადახედავენ პალესტინისთვის ფინანსური დახმარების საკითხს, თუმცა ამავდროულად აგრძელებენ ჰუმანიტარულ დახმარებას პალესტინის ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის. ევრონიუსი ესაუბრა ჰასან ალბავის, პალესტინის მისიის წარმომადგენელს ევროკავშირში იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობს მიმდინარე მოვლენებზე.

გრეგორი ლორი, ევრონიუსი: გმობთ “ჰამასის” თავდასხმას ისრაელზე?

ჰასან ალბალავი, ევროკავშირში პალესტინის წარმომადგენელი: მინდა, რომ ერთ დღეს ამის დაგმობა შევძლო. ეს იქნება დღე, როდესაც ისრაელი საკუთარ საზღვრებში იმოქმედებს, იმ საზღვრებში, რომელიც მისი ტერიტორიაა და იმ დღეს, როდესაც იარსებებს დამოუკიდებელი, სუვერენული პალესტინის სახელმწიფო. დღე, როდესაც პალესტინელებს ექნებათ მინიმალური უფლებები და თუ მაშინ მოხდება ასეთი თავდასხმა, დავთმობ. თუმცა დღევანდელ ვითარებაში ეს არ შემიძლია, რადგან ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმ ყველაფრის, რაც ხდება.

გრეგორი ლორი, ევრონიუსი: ევროკავშირში აცხადებენ, რომ პალესტინისთვის დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას გადახედავენ, გულდაწყვეტილი ხართ?

ჰასან ალბალავი, ევროკავშირში პალესტინის წარმომადგენელი: არ დაგიმალავთ და კი, ყველა პალესტინელი უკიდურესად გულდაწყვეტილია ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ საბედნიეროდ, არიან რიგი სახელმწიფოები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, მაგალითად, ბელგია, ესპანეთი, ლუქსემბურგი და საფრანგეთი. საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება რამდენიმე საათში შეიცვალა, შეიძლება ითქვას, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა.

გრეგორი ლორი, ევრონიუსი: რას ელით ევროკავშირისგან? რა შეიძლება იმოქმედოს ევროკავშირმა, რომ ძალადობა შეჩერდეს.

ჰასან ალბალავი, ევროკავშირში პალესტინის წარმომადგენელი: ევროკავშირს შეუძლია სანქციების დაწესება, მაგალითად, სულ მცირე ისრაელიდან პროდუქციის შესყიდვაზე, შეიძლება ევროკავშირის ტერიტორიაზე ისრაელის მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვა, შესაძლოა ევროპულ კომპანიებს ისრაელთან თანამშრომლობა აეკრძალოთ.

გრეგორი ლორი, ევრონიუსი: თქვენი აზრით, ამ მომენტამდე ევროკავშირის რეაქცია ისრაელის მხარდამჭერი გახლდათ?

ჰასან ალბალავი, ევროკავშირში პალესტინის წარმომადგენელი: ვიცი, რომ ყველა ევროპელი ამ თვალსაზრისს არ იზიარებს. მაგალითად, ევროკავშირის შენობებზე ისრაელის დროშების გამოფენას, გნებავთ იმ განცხადებას, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, ამ გზით ისრაელს ეძლევა შესაძლებლობა, რომ პალესტინელი ერის წინაშე ჩადენილი დანაშაული შერჩეს.

გრეგორი ლორი, ევრონიუსი: როგორ უნდა შეჩერდეს ძალადობა?

ჰასან ალბალავი, ევროკავშირში პალესტინის წარმომადგენელი: ამ კონფლიქტის გადაწყვეტა სამხედრო გზით შეუძლებელია, გამოსავალი მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაა, საერთაშორისო კანონმდებლობა გვეუბნება, რომ ისრაელმა 1967 წლის ივნისში დაკავებული ტერიტორიები უნდა დატოვოს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend