მთავარიმსოფლიო"აუცილებელია ღაზის სექტორს სურსათის, წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეს"-ჯოზეპ ბორელი

“აუცილებელია ღაზის სექტორს სურსათის, წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეს”-ჯოზეპ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯოზეპ ბორელი აცხადებს, რომ აუცილებელია ღაზის სექტორს სურსათის, წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეს. მან ისრაელს მოუწოდა, პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ნორმებს. ჯოზეპ ბორელის განცხადებით, ისრაელის ზოგიერთი გადაწყვეტილება ამ ნორმებს ეწინააღმდეგება. ისრაელმა ორშაბათს ღაზის სექტორისათვის ყველანაირი პროდუქტის მიწოდება შეწყვიტა. შედეგად, ტერიტორიაზე შესვლისა და გამოსვლის ერთადერთ გზად ეგვიპტესთან არსებული სასაზღვრო პუნქტი რჩება.

„ჩვენ ვგმობთ ტერაქტს, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ნებისმიერ თავდასხმას. ჩვენთვის პრიორიტეტულია მძევლების გათავისუფლება, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემა. ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას წყალი, საკვები და ელექტროენერგია უნდა მიეწოდებოდეს. უნდა გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფნები. ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ღაზის დაბომბვას გაექცეს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნდა ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან, რათა გავზარდოთ ჰუმანიტარული მხარდაჭერა. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს ეს კრიტიკული მომენტი. ეს შეიძლება იყოს გამოღვიძების მომენტი, რომ პალესტინისა და ისრაელის პრობლემაზე ხელახლა დავიწყოთ მუშაობა. ისრაელს აქვს დაცვის უფლება, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მათი ზოგიერთი გადაწყვეტილება კი საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება”, – განაცხადა ჯოზეპ ბორელმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend