მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთის დედაქალაქში ისრაელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

საფრანგეთის დედაქალაქში ისრაელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ორშაბათს, 9 ოქტომბერს, საფრანგეთის დედაქალაქში ისრაელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ებრაული თემის წევრებთან ერთად პარიზში ადგილობრივებიც შეიკრიბნენ. მათი მიზანი ისრაელისადმი მხარდაჭერის გამოხატვაა. პარიზის ცენტრში შეკრებილები ეწინააღმდეგებიან იმ ძალადობას, რომელიც  ისრაელში ხდება.  ისინი გმობენ უპრეცედენტო და არაპროპორციულ ტერორისტულ აქტს.

„ეს არ არის ისრაელისა და ებრაელი ხალხის ისტორია, ეს არის თავდასხმა დასავლურ სამყაროზე, სეკულარიზმსა და ყველა ჩვენგანისთვის ძვირფას ღირებულებებზე”, – ამბობს აქციაზე მისული დემონსტრანტი.

„ჩვენ განვიცდით სიძულვილს, სევდას.  თავს დაკარგულად ვგრძნობთ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი,  როგორც ებრაელი ხალხის, როგორც სახელმწიფოს არსებობის უფლება  ეჭვქვეშ დგება. რაც მოხდა შოას მსგავსია. მოვიდნენ, რამდენიმე საათის განმავლობაში ესხმოდნენ თავს  ებრაელ ხალხს, ხოცავდნენ და იტაცებდნენ”, – ამბობს ებრაული თემის წარმომადგენელი.

„მე არ ვარ ებრაელი, მაგრამ მიმაჩნია, რომ  ტერორიზმის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მოდის ეს ძალადობა. ეს არ არის გამოსავალი…” – ამბობს საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც აქციაზე მივიდა.

„ისინი იგივე ტერორისტები არიან, რომლებიც თავს დაესხნენ ბატაკლანს, რომლებმაც მოაწყვეს თავდასხმა ნიცაში. მათ პასუხისმგებლობა აკისრიათ 11 სექტემბრის თავდასხმაზეც. ისინი, ვინც ახლა ჩუმად არიან, მოგვიანებით ინანებენ”, – თქვა აქციის კიდევ ერთმა წევრმა ევრონიუსთან საუბარში.

სამშაბათს პალესტინის მხარდამჭერი აქციაც იგეგმება. საფრანგეთის ხელისუფლებას ჯერ არ დაუზუსტებია, მოეწყობა თუ არა ისრაელის მხარდამჭერი აქციაც. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმას  გამართლება არ აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend