მთავარიევროპარუსეთისაერთაშორისო კოსმოსური სადგურის სათადარიგო რადიატორიდან გამაგრილებელმა სითხემ გაჟონა

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის სათადარიგო რადიატორიდან გამაგრილებელმა სითხემ გაჟონა

რუსული კოსმოსური სააგენტო “როსკოსმოსის” ინფორმაციით, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის სათადარიგო რადიატორიდან გამაგრილებელმა სითხემ გაჟონა. დაზიანების მიუხედავად, კოსმოსური სადგურის თერმული კონტროლის სისტემა სტაბილურად მუშაობს და სადგურზე მყოფ კოსმონავტებს საფრთხე არ ემუქრებათ. ნასამ დაადასტურა, რომ სადგურის შვიდკაციანი ეკიპაჟი უსაფრთხოდაა და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. კოსმოსური სადგური, რომელიც ცივი ომის შემდგომი საერთაშორისო თანამშრომლობის სიმბოლო იყო, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ახლა რუსეთისა და დასავლეთის ერთ-ერთი ბოლო თანამშრომლობაა. NASA და მისი პარტნიორები იმედოვნებენ, რომ კოსმოსური მისია 2030 წლამდე გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend