მთავარიმსოფლიო"რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებით"- ვოლოდიმირ ზელენსკი

“რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებით”- ვოლოდიმირ ზელენსკი

“რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებით, რათა მსოფლიო ერთიანობა შეარყიოს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვის ირანელი მეგობრები ღიად უჭერენ მხარს მათ, ვინც თავს დაესხა ისრაელს და ეს ყველაფერი ბევრად უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე მსოფლიო ამჟამად აღიქვამს. ზელენსკი აცხადებს, რომ ახლა მსოფლიოში ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი: „მე შევხვდი ჩვენი დაზვერვის, მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებს, ასევე ვესაუბრე ჩვენს დიპლომატებს ისრაელში და განვიხილეთ ისრაელსა და  ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება. ამას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის. რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებით, რათა ტკივილისა და ტანჯვის ახალმა წყარომ შეარყიოს მსოფლიო ერთიანობა, გაზარდოს უთანხმოება, წინააღმდეგობები. ეს კი რუსეთს  ევროპაში თავისუფლების განადგურებაში დაეხმარება. ჩვენ ვხედავთ რუს პროპაგანდისტებს, რომლებსაც უხარიათ. ჩვენ ვხედავთ, რომ მოსკოვის ირანელი მეგობრები ღიად უჭერენ მხარს მათ, ვინც თავს დაესხა ისრაელს.  ეს კი ბევრად უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე მსოფლიო აცნობიერებს. ადრეც მსოფლიო ომები ადგილობრივი აგრესიით დაიწყო. ჩვენ ვიცით, როგორ დავუპირისპირდეთ ამ საფრთხეს და ვგეგმავთ შესაბამის ნაბიჯებს. რაც მთავარია, ჩვენ ვიცავთ მსოფლიოში ერთიანობას“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend