თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, რუსეთის მიერ ხარკივზე მიტანილი ბოლო იერიში ცხადყოფს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს.
მისი თქმით, უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტი, იარაღისა და საბრძოლო აღჭურვილობის დაფინანსებას გულისხმობს.
კარინ ჟან-პიერი იმედოვნებს, რომ კონგრესი დაუყოვნებლივ იმოქმედებს, რათა უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებული საჭიროებები დააკმაყოფილოს. მან ასევე მოუწოდა კონგრესის წევრებს შეასრულონ დაპირება, რომელიც მათ უკრაინელებს ორპარტიული მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ მისცეს.
ამავე ამბავზე:
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება აუცილებელია