მთავარიამერიკააშშაშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება აუცილებელია

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება აუცილებელია

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება ეროვნული ინტერესების საკითხია. მაიკ პენსი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეძლებს უკრაინის საზღვრების გარღვევას, პუტინი ნატოს წევრ ქვეყნებამდეც ჩააღწევს.

მაიკ პენსი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის კევინ მაკარტის გადაყენებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიიდან მაიკ პენსი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

,,ვფიქრობ, მიზეზი, რომლის გამოც შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს სამხედროების მხარდაჭერა უკრაინაში, არის ის, რომ ისინი იგერიებენ მტერს და  იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მათ ტერიტორიაზე შეიჭრა.  უკრაინელების მხარდაჭერა ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვლადიმერ პუტინი და რუსი სამხედროები უკრაინის საზღვრებს გადალახავენ, ძალიან მალე  ნატოს ქვეყნის საზღვარსაც გადაკვეთენ, მაშინ კი ჩვენს ქალებსაც, მამაკაცებთან ერთად მოუწევთ ბრძოლაში ჩართვა”, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend