მთავარისაქართველოსალომე ზურაბიშვილის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ბაზის განთავსების შესახებ

სალომე ზურაბიშვილის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ბაზის განთავსების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება გავრცელებულ ცნობებს ოჩამჩირეში რუსული სამხედროსაზღვაო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს არის რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება.

„რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება – სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში მორიგი სამხედრო და პირველი საზღვაო ბაზის გახსნა. ეს პროვოკაცია  საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს.

ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს”, – წერია განცხადებაში.

საქართველოს  პრეზიდენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას ამ საკითხზე მოახდინონ მყისიერი რეაგირება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend