მთავარიევროპაუკრაინარუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხარკივის ოლქი დაბომბეს

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხარკივის ოლქი დაბომბეს

5 ოქტომბერს რუსეთი კვლავ დაესხა თავს ხარკივის ოლქს. ოკუპანტებმა ჯამში 3 სარაკეტო, 65 საავიაციო და 50 საარტილერიო იერიში მიიტანეს. შეტევის დროს კრემლმა 29 ერთეული ირანული წარმოების დრონიც გამოიყენა. 

ხარკივის ოლქში ერთ-ერთი დასახლების დაბომბვის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან ეს დაბომბვა ერთ-ერთ სასიკვდილო იერიშად შეფასდა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსი აგრესორები გამიზნულად დაესხნენ თავს მშვიდობიან მოსახლეობას.

“შეუძლებელია, რუს სამხედროებს არ სცოდნოდათ, თუ სად ისროდნენ. ეს არ იყო ბრმა თავდასხმა. იქ ქრისტიანი ხალხი იყო შეკრებილი სავახშმოდ. ვის შეეძლო მათთვის ესროლა? მხოლოდ ბოროტებას. 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ექვსი წლის ბიჭი. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ამ დასახლებაში, სადაც რუსებმა იერიში მიიტანეს, ომამდე 500 ადამიანი ცხოვრობდა. ომის გამო კი ბევრმა დატოვა თავისი კარ-მიდამო. აქ 300-ზე ნაკლები მოსახლე იყო დარჩენილი. მათგან 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ესაა გენოციდი, რუსული აგრესია“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტი ესპანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ აცხადებს, რომ კონკრეტული შეთანხმებები მიღწეულია. ერთადერთი საშუალება რუსული აგრესიის შესაჩერებლად უკრაინელი სამხედროების გაძლიერებაა. უკრაინის პრეზიდენტი დასძენს, რომ კიევი დამატებით შეიარაღებას აუცილებლად მიიღებს.
უკრაინის არმია კი შეტევას აგრძელებს. როგორც უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება, მათი მთავარი ამოცანა რუსული არტილერიისა და სარაკეტო სისტემების განადგურებაა. ფრონტის ხაზზე 5 ოქტომბერს აქტიური საბრძოლო მოქმედებები ზაპორიჟიის ოლქში, სამხრეთ ფლანგზე გაგრძელდა. კიევი იუწყება, რომ რუს ოკუპანტებს უკრაინის დამცველები ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსებმა სახმელეთო შეტევა განაახლეს ფრონტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ლიმანის მიმართულებით უკრაინის არმიამ 4 რუსული შეტევა წარმატებით მოიგერია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend