მთავარიგადაცემებიSmart Regionsპროექტი ECOMARE ზღვის ბიომრავალფეროვნებაზე, ფლორასა და ფაუნზე ზრუნავს

პროექტი ECOMARE ზღვის ბიომრავალფეროვნებაზე, ფლორასა და ფაუნზე ზრუნავს

პორტუგალიაში ქალაქ ავეირუს შესართავთან მიმდებარე ზღვის აკვატორია და მისი ბიომრავალფეროვნება კონსერვაციის პროექტ  ECOMARE-ის ყურადღების ცენტრში დგას. პროექტის ფარგლებში ძირითადად ზღვის ფლორასა და ფაუნაზე კლიმატის ცვლილების გავლენას სწავლობენ, თუმცა უყურადღებოდ არც დაზიანებულ ცხოველებს ტოვებენ.

„ორი სიტყვით რომ ვთქვა, ზღვის ეკოსისტემის მდგრადობაზე, რეაბილიტაციასა და კონსერვაციაზე ვაკეთებთ აქცენტს. ჩვენ ვიკვლევთ აკვაკულტურასა და ბიოტექნოლოგიებს, თუმცა, ამას გარდა, ვზრუნავთ ზღვის ფაუნის აღდგენაზეც, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ მხრივ ჩვენი წვლილი შევიტანოთ მთელ პორტუგალიაში და თუ საჭირო იქნება, სხვა ქვეყნებშიც“, – ამბობს არტურ სილვა, ავეირუს უნივერსიტეტის კვლევისა და ინოვაციის ვიცე-რექტორი.

ECOMARE-ში  სპეციალისტების ორი ცენტრია: ერთია საავადმყოფო, ე.წ.  CPRAM, რომელიც ყოველდღე 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და 1000 დაზარალებული ცხოველის მკურნალობა შეუძლია წელიწადში. ყველაზე ხშირად ფრინველები შემოჰყავთ, თუმცა მოჰყავთ დელფინი და კუც. მაგალითად კუ კოსტა ნოვას, რომელიც სათევზაო ბადეში გაება, შვიდი თვე მკურნალობდნენ.

„რამდენიმე ღრმა ჭრილობა ჰქონდა, მაგრამ გამოკეთდა მკურნალობის შედეგად და ახლა მზადაა გასაშვებად. მას გადამცემი დავუმაგრეთ, რათა დავაკვირდეთ, როგორ იცურავებს ოკეანეში,“ – განმარტავს კატარინა ეირა, პროექტ CPRAM-ECOMARE-ის სამეცნიერო კოორდინატორი.

საავადმყოფოში ვიზიტორები არ დაიშვებიან, რათა გაუფრთხილდნენ იქ მოთავსებული ცხოველებს, რომლებიც ხშირად იტანჯებიან მოტეხილობით, ან გადაყლაპული აქვთ ნემსკავი, პლასტმასა ან ტოქსიკური ნაწილაკები. თუმცა მნახველებს უშვებენ თვეში ერთხელ, თვის მესამე ოთხშაბათს „ECOMARE-ის  კვლევის ცენტრში, რადგან ამ ევროპული პროექტის ერთ-ერთი მიზანია ოკეანესთან დაკავშირებით განათლების გავრცელება. ამ ხუთი წლის ბავშვების განათლებას კარგი შედეგი აქვს!

„გავიგე, რომ აკვარიუმში მოთავსებულ მარჯანზე მრავალი თევზი ბინადრობს და რომ ზღვის სიცოცხლე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ჩვენი. ისიც შევიტყვე, რომ თევზებს სახლი არ უნდა დავუნგრიოთ“, – ამბობს პატრა პედრო.

ამ პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 4.8 მილიონ ევროს აჭარბებს და მისი 84.3 პროცენტი ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. ზღვის ეკოსისტემისა და ბიოტექნოლოგიებზე კლიმატის ცვლილების გავლენის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად ექსპერტები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან.

რიკარდო კალადო, პროექტ CEPAM-ECOMARE-ის სამეცნიერო კოორდინატორი:

„ჩვენ უამრავ მარჯანს ვიყენებთ, რათა ბიოტექნოლოგიური საკითხები შევისწავლოთ. მარჯანი იმ ახალი მოლეკულების ფანტასტიკური რეზერვუარია, რომლებსაც შეუძლიათ დაგვეხმარონ ახალი წამლის აღმოჩენაში, რომელიც კიბოსა და სხვა დაავადებებს განკურნავს, მათ შორის ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს: ალცჰაიმერსა და პარკინსონს.“

ECOMARE-ის მთავარი მიმართულება ზღვაზე ზრუნვაა, რადგან ზღვა ჩვენ გვეკუთვნის. რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ კოსტა ნოვასთვის და მისი ზღვის ბინადარი მეგობრებისთვის ჭეშმარიტების მომენტიც დადგა, რადგან მათ უკან, ოკეანეში, აბრუნებენ.

ავტორი: ავრორა ველესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend