მთავარისაქართველო„ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზა გაიხსნება"- ასლან ბჟანია

„ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზა გაიხსნება”- ასლან ბჟანია

ასლან ბჟანიამ საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობას პრაგმატული უწოდა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი გააკრიტიკა

რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რუსულ სამთავრობო გამოცემა „იზვესტიასთან“ საუბრის დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, აფხაზეთის საზღვაო აკვატორიაში რუსეთი ახლო მომავალში მუდმივ სამხედრო ბაზას ააშენებს. მან ასევე საქართველოსთან ურთიერთობებზეც ისაუბრა და თქვა, რომ აფხაზეთი საქართველოსთან მხოლოდ ენგურჰესის ექსპლუატაციის საკითხში თანამშრომლობს.

ასლან ბჟანიამ საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობას პრაგმატული უწოდა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი გააკრიტიკა.

„ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება. ურთიერთობა ხდება ერთი მიმართულებით – ეკონომიკის კუთხით. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ენგურჰესზე, კაშხალი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, თავად სადგური კი აფხაზეთის ტერიტორიაზეა. რაც შეეხება სხვა ასპექტებს, ჟენევის დისკუსიების გარდა, კონტაქტები პრაქტიკულად არ არსებობს.

საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა, ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს, და არა საქართველოს პრეზიდენტს, პრაგმატული ხალხია და ამ თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, ასეთი დიდი პრობლემები არ ყოფილა.

ხანდახან ხდება, რომ არა იმდენად ქართული, რამდენადაც ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები არღვევენ საჰაერო სივრცეს, ჩვენ ამ საკითხს ვაფიქსირებთ, მაგრამ ცხადია, რომ ეს დაზვერვა ხორციელდება შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების და გარკვეულწილად საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend