საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა დღეს 11 საათზე განახლდება.
წარდგინების განხილვა გუშინ შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, როცა მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გაემგზავრა ევროპულ ტურნეში და იქ შეხვედრები გამართა.
გუშინდელ სხდომას თავად სალომე ზურაბიშვილი არ დასწრებია. მისი წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი და საიას ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი არიან.
გუშინ, სხდომის დასრულების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა მათ. პრეზიდენტის თქმით, უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე მათ ყველანაირ ზეწოლასა და შეურაცხყოფას გაუძლეს როგორც სალომე ზურაბიშვილის, ასევე პირადად მათი მისამართით და ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი.
ამავე ამბავზე: