მთავარიმსოფლიოევროპა"ევროკავშირის გაფართოებას მეტად ვერ გავაჭიანურებთ!" - შარლ მიშელი

“ევროკავშირის გაფართოებას მეტად ვერ გავაჭიანურებთ!” – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობს, რომ 2030 წლისთვის უნდა მოემზადოს ყველა, როგორც ევროკავშირი, ასევე ის სახელმწიფოები, რომლებიც მასთან შეერთებას გეგმავენ. „უნდა დააჩქარონ რეფორმები, უნდა დააჩქარონ ძალისხმევა, რათა შეძლონ შემოერთება“, – აცხადებს ევროპელი დიპლომატი ევრონიუსთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ახლა ბლოკი უნდა დაფიქრდეს, თუ როგორ აპირებს ამ სახელმწიფოების დაფინანსებას.

„არასდროს არის ადვილი დაფინანსების წყაროებზე საუბარი, მაგრამ უნდა მოვკიდოთ ხელი ამ საკითხებს. უნდა დავფიქრდეთ, როგორ ვაპირებთ ერთად გადავჭრათ ისინი? განსაკუთრებით მაშინ, როცა მაგიდასთან კიდევ უფრო მეტნი ვისხდებით, კიდევ უფრო მეტად მოგვიწევს შეგუება, რომელ გზას დავადგეთ, რომ დავრჩეთ პოლიტიკურ პროექტად, რომელიც ეფექტიანია“, – ამბობს ევროსაბჭოს პრეზიდენტი.

ევრონიუსის სრული ინტერვიუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend