მთავარიევროპასომხეთისომხეთის პარლამენტმა რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა

სომხეთის პარლამენტმა რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა

სომხეთის პარლამენტმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა. მის რატიფიცირებას 60-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 20 კი წინააღმდეგ წავიდა.

სანამ კენჭისყრა გაიმართებოდა, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯს მოსკოვი აღიქვამდა როგორც „ძალიან მტრულ ნაბიჯს“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან მიერთება სომხეთის ინტერესებშია და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

სომხეთმა რომის სტატუტს 1998 წელს მოაწერა ხელი, თუმცა პარლამენტს ამ დრომდე არ ჰქონდა რატიფიცირებული.

გასული წლის მარტში, საერთაშორისო სისხლის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაკავების ბრძანება გასცა. რომის სტატუტის რატიფიცირებით სომხეთი ვალდებული ხდება დააპატიმროს პუტინი, თუ ის ქვეყანაში ჩავა.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend