ასზე მეტი შშმ პირი და მათ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია შეიკრიბა თბილისში იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემებზე ემსჯელათ. ეს „საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელის“ პირველი გაერთიანებული შეხვედრა იყო.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში აქტივისტმა ესმა გუმბერიძემ ისაუბრა რა პრიორიტეტული საკითხები გამოიკვეთა შეხვედრაზე და როგორი იქნება ქსელის სტრატეგია.