გაეროს დელეგაცია ყარაბაღში კვირას, 1 ოქტომბერს ჩავიდა.
აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურორმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი ლიდერის არაიიკ ჰარუთუნიანის დაკავების ორდერი გასცა.
გაეროს წარმომადგენლები ლაჩინის დერეფნის საგუშაგოზე იმყოფებოდნენ.
30 წლის განმავლობაში ეს გაეროს მისიის პირველი ვიზიტია, მიზეზი კი რეგიონში რთული და დელიკატური გეოპოლიტიკური ვითარებაა – განუცხადა პარასკევს ჟურნალისტებს გაეროს სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა.
ყარაბაღის ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ეს გაეროს წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტია. როგორც გაეროს მისიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ყარაბაღში მცხოვრებმა 120,000-მა სომეხმა უკვე დატოვა ტერიტორია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ერევანში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები გაგზავნა.
სომხეთი მკურნალობაში დაეხმარება მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლებს, რომლებმაც თავიანთი სახლები იქ შექმნილი ვითარების გამო დატოვეს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ კვირას განაცხადა, რომ ის სომხეთში გაემგზავრება, რათა გამოხატოს საფრანგეთის მხარდაჭერა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
#French FM Catherine Colonna will visit #Armenia's capital Yerevan on Tuesday, October 3rd, to reaffirm support for Armenia's "territorial integrity and sovereignty".
▪️She will meet PM Pashinyan and her counterpart Mirzoyan. pic.twitter.com/DcT0brE9d1
— EHA News (@eha_news) October 1, 2023
მარსელში კი რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა მთიანი ყარაბაღიდან გაქცეული სომხების მხარდასაჭერად.
აზერბაიჯანის მიერ დაპყრობილი სეპარატისტული ანკლავის მოსახლეობამ საერთაშორისო თანამეგობრობას უფრო აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდა.
აქციები გაიმართა ასევე საფრანგეთში, ლიონში, კლერმონ-ფერანსა და შატურიში.
ამავე ამბავზე: